|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.07.1439 დადგენილების მე-2 მუხლით (დანართი 1-ით) დამტკიცებული წესდების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ცენტრის სტრუქტურა ცენტრი საქმიანობას ახორციელებს ცენტრის ადმინისტრაციისა და რაიონული სამსახურების (ფილიალების) მეშვეობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|