საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №240
2001 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
გ. არსენიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი არსენიშვილს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ე. შევარდნაძე