საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 22-ე მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით,“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს.“.
2. 33-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ამ პუნქტის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი „1“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებენ სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;“.
3. 79-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კომიტეტისა“ შეიცვალოს სიტყვით „საბჭოსა“.
4. 85-ე მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ის წევრები, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2102–IIს