სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2013 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
1. სსიპ „სმართ ლოჯიქში“ 2013 წელს არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. შესაბამისად, არ გვაქვს მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
2. სსიპ „სმართ ლოჯიქი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების ა და შენახვისა ს ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან, 2013 წლის განმავლობაში სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ არ მომხდარა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა.
3. 2013 წლის საანგარიშო პერიოდში, პასუხისმგებელი პირების მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის საფუძვლით.