ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მიზნით, წარმოგიდგენთ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიშს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ.
1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 1343 განცხადება. აქედან, დადებითი პასუხი გაცემულ იქნა 1265 განცხადებაზე , ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 13 განცხადება , უარი ეთქვა – 65 განმცხადებელს , ვინაიდან, მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს .
2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის , ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 27– ე და 44– ე მუხლების ,, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე –3 მუხლის , ,, პაციენტის უფლებების შესახებ “ საქართველოს კანონის 27– ე , 28– ე მუხლების საფუძველზე .
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების თანახმად , ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძი ე ბათა განხორციელების მიზნით , შექმნილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა , რომლის ფორმირების უწყვეტ პროცესს უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო , ხოლო მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .
4. საჯარო ინფორმაციის დამუშავების , გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არცერთი გასაჩივრებულა .
5. სააგენტოში დასაქმებულთა მიმართ , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია .
დირექტორის მოადგილე მ. მაჭავარიანი