საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კულტურული ფასეულობის ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებისა და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების გარეშე;“;
ბ) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო- ფოტო-ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4716–Iს