ქ. დუშეთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
ქ. დუშეთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრი
მიღების თარიღი
2013-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-10
ქ. დუშეთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის 2013 წლის ანგარიში

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის   2013 წლის

ანგარიშ ი

წარმოგიდგენთ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის   2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად   და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის     2013 წლის ანგარიშს : 

ა )  რესურსცენტრში სულ 15 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა . რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული . 

ბ ) დაკმაყოფილდა 14 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ . მე -15 მოთხოვნაზე მიმდინარობს ინფორმაციის მოკრება , რომელიც საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს გადაეგზავნება უმოკლეს ვადაში .

გ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე    შემოვიდა და გაიცა 4 მოთხოვნა , საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვის თაობაზე   შემოვიდა და გაიცა 2 მოთხოვნა , პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა . 

დ ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით დისციპლინური სახდელი   გაიცა 1 პასუხისმგებელ პირზე . 

ე ) რესურსცენტრს ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .

ვ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის ,, ზ ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .

  ამასთან რესურსცენტრის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით :

  ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

15

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

4

პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

2

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

დუშეთის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი :                                                                    ლ . თუშური                                      

კრებსითი — სრული ვერსია