საქართველოს მთავრობის
განკარგულება №82
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში შეტანილ იქნეს დამატება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 6 325 600 (ექვსი მილიონ სამას ოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების უზრუნველსაყოფად.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი რიგის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი