„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4710
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.817
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები, ასევე მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4710–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია