საქართველოს მთავრობის
განკარგულება №716
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი წერეთლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური