სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
714
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №71 4

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

   სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ  

1. „ადგილობრივი თვით­მმარ­თველი ერთეულის ქონების   შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად   დამტკიცდეს საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების სამი­ნისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 სექტემბრის № 15/1058 წე­რილი) ქალაქ თბილისის თვით­მმართველი ერთეულის საკუთ­რებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელ­მ­წი­­ფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში, მე-3 სართულზე არსებული 3060.87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართო­ბისა (სარეგისტრაციო № 01.15.05.075.011.01.504) და მე-2 სართულ­ზე არსებული 3306.91 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის (სა­რე­გისტრაციო #01.15.05.075.011.01.503), მათზე წილობრივად და­მაგ­რებული მი­წის ნაკვეთით, გადაცემის შესახებ. 

       2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ცი­ელება.

 

   პრემიერ-მინისტრი                   ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია