საქართველოს მთავრობის
განკარგულება №704
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხრიდან სს „ ენერგო- პრო- ჯორჯია”- ს მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა სს „ენერგო-პრო-ჯორჯია”-ს მიმართ 2008 წელს წარმოქმნილი 6 095,85 (ექვსი ათას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის დავალიანების დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის” ასიგნებების ფარგლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური