„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
711
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №711

2008 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობე­ბის რეაბილიტაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნი­ციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილი­ონი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერ­თი მილიონი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია