ნ. ენუქიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
698
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ნ. ენუქიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6 9 8

2009 წლის 2 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნ. ენუქიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევ­რების ლ. ვეფხვაძის, გ. ახვლედიანისა და ნ. ლალიაშვი­ლის მიერ საკა­ნონ­მდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონ­პროექტებზე – „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბისა და დამატების შეტანის თაობაზე” და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბის შეტანის თაო­ბა­ზე” საქართველოს პარ­ლამენ­ტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანა­მომხსე­ნებ­ლად და­ი­ნიშნოს საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის მოა­დ­გილე ნინო ენუქიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

   პრემიერ-მინისტრი        ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია