აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
710
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №710

2008 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსუ­ლო­ბების საპროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირე­ბასთან დაკავშირებით და მიმდინარე წელს აღებული ვალდებუ­ლებების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოუყოს 925 000 (ცხრაას ოცდახუთი ათასი) ლარი უპროცენტო სესხის სახით და გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკ­რულება.

2. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 დეკემბერი.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაუ­რი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლ. ვარშალომიძემ.

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია