ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
693
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6 93

2009 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ინფრას­ტრუქ­­ტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

    1. საქარ­თვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრას­ტრუქტურის სამინის­ტროს გამგებლობაში არსებულ­მა სახელმწიფო საქ­ვე­უწყებო დაწესებულებამ – საქარ­თველოს საავტომობილო გზე­ბის დეპარტამენტმა:

   ა) 2 009 წლის 5 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტურის­ტულ რესურსებსა და კურორტებთან მისასვლელ საავ­ტომობილო გზებზე შესაბამისი საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნების სამონტაჟო სამუ­შაოების განსახორ­ციელებ­ლად საჭირო საპროექტო დო­კუმენ­ტაციის მომზა­დება;

   ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნ­ქტით გათ­ვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება გა­ნახორ­ცი­ელოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს რეგიო­ნუ­ლი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­­ტროს გამგებ­ლობაში არსებული სა­ხელ­მწიფო საქვე­უწყებო დაწესებუ­ლების – საქართველოს სა­ავტო­მობილო გზების დეპარტამენ­ტისათვის „გზების მოვ­ლა-შენახვის ხარჯების” (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილი­ტაცია, რეკონსტრუქცია, მშე­ნებ­ლობა და შენახვა ზამ­თრის პერიოდში) მუხლით (ორგა­ნიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზღვრული ასიგ­ნებებიდან.

   2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტუ­რიზ­მისა და კურორტების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გან­საზ­ღვრული საქართვე­ლოს ტურისტულ რესურსებსა და კურორტებთან მი­სას­­ვლელ საავტომობილო გზებზე დასამონტაჟებელი შე­სა­ბამისი საინ­ფორ­მაციო-მაჩვენებელი ნიშ­ნე­ბის დამზადება და სამონტაჟო სამუშაოების განხორ­ცი­ელება საქართვე­ლოს რეგიო­ნუ­ლი განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სა­მინის­ტროს გამგებ­ლო­ბაში არსებული სა­ხელ­მწიფო საქ­ვე­­უწყებო დაწესე­ბულების – საქართვე­ლოს საავტომობი­ლო გზების დე­პარ­ტამენტის მიერ მომზადებული საპრო­ექტო დოკუმენტა­ციის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი          ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია