„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
699
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №699

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავ­რობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში შე­­­­ტა­­ნილ იქნეს ცვლილებები და №5 დანართის პირველი და მე-4 პუნქ­ტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

,,1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 695 000 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტე­მების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

გ) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენო­ბების მშენებლობა და რეაბილიტაცია;

დ) სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

ე) ყოფილი ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობი­სათვის ფქვილის მიწოდება.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექ­ტების განსახორ­ციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების ქსელის მოწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სის­ტემის მოწყობა;

გ) დაბა სურამში სანიაღვრე არხის მოწყობა;

დ) რბონის სათავე ნაგებობის საქლორატორის მოწყობა;

ე) მეწყერის შედეგად დაზიანებული ცოცხნარისა და თემფ­რის გზის მონაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზების მოწყობა.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია