,,ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.133.016094
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.“.

     ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

  „8. გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 სექტემბრის №8/4 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია