მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
691
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №691

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად მცხე­თის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართვე­ლოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავ­რობის სა­რეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიცი­პალიტეტს მიმდინარე წელს ხარჯების დაფარ­ვის მიზნით გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქარ­თვე­ლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (მცხე­თის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) ც. ჩო­ჩელმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი­ლაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია