მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 15.3 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
677
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 15.3 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №677

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 15.3 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება და სა­ქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი №10) და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდი­ნარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართვე­ლოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწი­ფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ, მცხეთის სატყეო უბნის (ყოფილი ლისის სატყეო) №10 კვარტალიდან და №11 კვარტალიდან ამო­ი­რიცხოს 15. 3 ჰექტარი მიწის ფართობი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განკარგუ­ლების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგე­ნილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია