თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
673
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №673

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად თვით­მმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების სა­პროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ხორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინან­სთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს უპროცენტო სესხის სახით გამოუყოს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი მიმდინარე წელს აღებული ვალ­დებულებების დაფარვის მიზნით.

2. სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 დეკემბერი.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდო­მარეს ლ. ვარ­­­­შა­ლომიძეს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია