სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
163
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №163

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის ბოლომდე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს შემდეგ სამუშაოთა და/ან მომსახურებათა შესყიდვა:

ა) საპრივატიზაციო ობიექტების აზომვის სამუშაოები (ტოპოგეოდეზიური ნახაზების, საკადასტრო რუკების დამზადება, შენობა-ნაგებობათა და მიწის ნაკვეთების ტექნიკური პასპორტისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის დამზადება);

ბ) საპრივატიზაციო ობიექტების აუდიტორული შეფასება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია