რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტის შეძენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
669
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტის შეძენის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №669

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტის შეძენის შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ (თ.მარტიაშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლა­რი წარმართოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეო­ბისათვის საკვები პროდუქტის – ძეხვეულის შესა­ძენად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიების განხორციელებისათვის მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტროს ნება დაერთოს ამ განკარგულებით გათვალის­წი­ნებული ღონისძიებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით `სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია