საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №153

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. განხორციელებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით:

„წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის“ მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის (წყვეტა: დმანისი – წალკა პკ 274+300 – პკ 274+472, წყვეტა: წალკა – ახალქალაქი პკ 95+18 – პკ 96+58 და წყვეტა: წალკა – ახალქალაქი პკ 171+00 – პკ 171+300);

„წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის“ გაზსადენის ახალი 5,5 კმ სიგრძის მონაკვეთის (192,5 კმ-დან 198,0 კმ-მდე) მშენებლობისათვის;

ქუთაისი – სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის 30-32 კმ-ზე;

ყარადაღ – თბილისის დ=500 მმ მაგისტრალური გაზსადენის მდ. მტკვრის საჰაერო გადასასვლელის (471.8 კმ. – 473.3 კმ.) რეკონსტრუქციისათვის;

მაგისტრალური გაზსადენის „გარდაბანი – ნავთლუღის“ მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის;

რუსთავი – თელავის მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოებისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციისათვის (აღდგენისათვის);

ზესტაფონის რაიონში „დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის“ ბაქო-სუფსის მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია