2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
655
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №655

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქარ­თველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამ­ხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად გან­სახ­ლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების მიზ­ნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლების – სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით კანონ­მდებ­ლო­ბით დად­გენილი წესით უზრუნველყოს დამატებით 130000 მ3 სა­შეშე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის სამუ­შაოთა შეს­რულება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მოსამარაგებლად საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გო­რის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ვ. ვარძელაშვილის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე 6000 მ3 საშეშე მერქნის ტრანს­პორტირება და დასა­წყო­ბება.

3. ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შეს­ყიდვა განა­ხორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალე­ბით „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ­ლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია