სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
649
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №649

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 1. ცაგერის მუნიციპალი­ტე­ტში სტიქიის შედეგების სალიკ­ვიდაციოდ საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური)„ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავ­რობის სარე­ზერ­ვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ცაგერის მუნი­ციპალიტეტისათვის გამოუ­ყოს 1 130 000 (ერთი მილი­ონ ას ოცდაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუ­შაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორ­ციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს საავტომობი­ლო გზების დეპარტამენტმა შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ცი­ე­ლონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ (ე. შარაშიძე) და საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტრომ (ნ. გი­ლაური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია