საქართველოს მთავრობის
განკარგულება №139
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
დ. ძაგნიძის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე