საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
666
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №66 6

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და  ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის  შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  1. მოწონებულ იქნეს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” წინადადება ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებ­ლო­ბის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

  2. ,,სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლე­ბადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგე­ნილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს „ქარ­თული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის” მიერ ხობიჰესი-2-ისა და ხო­ბიჰესი-3-ის მშე­ნებ­ლობის, ოპერირებისა და ფლობის შესა­ხებ ინტერესთა გამო­ხატვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული დად­გე­ნილებით დამტკიცებული წესი.

  3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინ­ვესტიციო ჯგუფ ენერგიას” შორის ხობიჰესი-2-ისა და ხობიჰესი-3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესა­ხებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემო­რანდუმი.

  4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბი­სა და  საქმიანობის  წესის  შესახებ” საქართველოს კანო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოა­წეროს საქართვე­ლოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექ­სანდრე ხეთა­გურმა.

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია