სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
643
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №643

2008 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტე­ტებს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ე) გარდაბანის მუნიციპალიტეტს – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი;

ვ) ვანის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

ზ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. „ სახელწიფო შესყიდვების შესახებ “ საქარ­თველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვე­პუნქტის შესაბამისად პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული სარე­აბილიტაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებმა შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნა­ტორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინან­სთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია