რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
640
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №640

2008 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარა­ღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლე­ო­ბის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობი­სათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწე­სებულება - სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსა და შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდება­რებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და  დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის ნება დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით უზრუნ­ველ­ყოს შესაბამისი ორგანიზაცი­ების შერჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე  

 

კრებსითი — სრული ვერსია