საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №637
2008 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესყიდვა:
ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დადიანების საზაფხულო სასახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) კასპის მუნიციპალიტეტის სამთავისის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გაწმენდითი და დროებითი საკონსერვაციო სამუშაოები;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ზარზმის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მთავარი ტაძრის ინტერიერის ავთენტურობის აღდგენა;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის პირველადი გამაგრებითი სამუშაოები;
ე) გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის არქეოლოგიური და გამაგრებითი სამუშაოები.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე