მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
628
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №628

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი დიზელის საწვავის დარჩენილი მარაგის სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგ­რამ­ის – „ მუნიციპალი­ტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯა­ხების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (ორგანიზაციული კოდი 37 01 16), „ მუნიციპალიტეტების დასახ­ლებებში მცხოვ­რები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნ­ველყოფის ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მარტის № 128 და „ მუნიციპალიტეტების დასახ­ლებებში მცხოვ­რები ოჯახების დიზელის საწვავით უზრუნ­ველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის № 237 განკარგულებების საფუძველზე საქართველოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 18,606,680 ლიტრი „ლ-62“ მარკის დიზელის საწვავი. დიზელის საწვავის რაოდენობა განისაზღვრა  თვითმმართველი ერთეულების მიერ ოჯახების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძ­ველზე. მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯა­ხების უზრუნველყოფის, სახელმწიფო რწმუნებულე­ბის – გუბერ­ნატორე­ბის ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოებისათვის გადაცემის შემდეგ გაუნაწილე­ბელი დარჩა 173005 ლიტრი დიზელის საწვავი.

დარჩენილი დიზელის საწვავის მარაგის ნაწილის შემ­დგომი გამოყენების მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. კვეზერელი) უზრუნველყოს სახელმწიფო რწმუნებულე­ბის – გუ­ბერ­ნატო­რების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოებისათვის დიზელის საწვავის გადა­ცემა დანართის მიხედვით.

2. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა უზ­რუნ­ველყონ მიღებული საწვავის გადაცემა ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოებისათვის.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გადა­ცემული დიზელის საწვავი გამოიყენონ მუნიციპალური განვი­თარების ხელშეწყობისათვის.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

დანართი

დიზელის საწვავის ნაშთი

 

                  რეგიონი

 

გადასაცემი  დიზელის 

     საწვავის

 რაოდენობა

(ლიტრობით)

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია

 

11600

კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

 

48550

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

 

1960

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია

 

14240

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

 

26310

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

 

23545

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

 

26310

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

 

15850

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

 

4640

                        სულ:

 

173005

 

                

კრებსითი — სრული ვერსია