საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №625
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” შორის მტკვარი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს ,,კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” შორის მტკვარი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე