საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №623
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს № 414 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს № 414 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ 2149 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე