საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №621
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 546 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე შესაძლოდ მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 540 000 (ხუთას ორმოცი ათასი) ევროს გამოყოფა.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე