საქართველოს მთავრობის
განკარგულება №641
2009 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
,, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 69 დადგენილების შესრულების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის № 482 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს დამატება ,,საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 69 დადგენილების შესრულების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის № 482 განკარგულებაში და ამავე განკარგულებით შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობას დაემატოს თამარ მარტიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური