საქართველოს მთავრობის
განკარგულება №639
2009 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და № 2 დანართის მე-2 პუნქტის ,,გ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,გ) მაჭავარიანისა და აღმაშენებლის ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის მოწყობა;”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური