ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
611
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №611

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ივლისში მომხდარი გრიგალის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამო­უყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერ­ნა­ტორმა ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გ. ხაჩიძემ და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი   ვ.გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია