„ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №566 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
619
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის №566 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №619

2009 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის  შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის  31 ივლისის № 566 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ქართული კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 ივლისის № 566 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მი­ნისტრომ მისთვის „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 2009 წლის 10–12 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ ბერლინში დაგეგმილი ქართუ­ლი კულტურის საპრეზენტაციო პროგრამის შეუფერხებლად შესრულებისათვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გან­ხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                         ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია