,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
618
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №618

2009 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში გან­სახორციელე­ბელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულე­ბისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 გან­კარგულებაში შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და № 9 დანარ­თის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:   

  ,,2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

  ა) ქ. ცაგერში კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩებზე და სო­ფელ ლაჯანაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახუ­რავებისა და ფასადების შეკეთება;

  ბ) ქ. ცაგერსა და ქვემო ცაგერის ტერიტორიულ ერთე­ულ­ში სანიაღვრე არხების მოწყობა;

  გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების მოწყო­ბა-რეაბილიტაცია;

  დ) ქ. ცაგერის კანალიზაციის ქსელის შეკეთება;

  ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა;

  ვ) სანაგვე ურნებისა და თვითმცლელი მანქანის შეძენა;

  ზ) ქ. ცაგერის ქუჩებისა და სოფლების ცენტრების გა­რე­გა­ნათების მოწყობა;

  თ) ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სა­მუ­­შაოები;

  ი) ლესინდის კლუბის შენობის აღდგენა;

  კ) ქ. ცაგერში სპორტული დარბაზის შენობის სარე­მონ­ტო სამუშაოები;

  ლ) ქ. ცაგერში გალერეის შენობის მაღლივი ნაწილის სა­ხურავის აღდგენა;

  მ) ორბელის ტერიტორიული ორგანოს შენობის სარე­მონტო სამუშაოები;

  ნ) ლასურიაშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სა­რე­­მონ­ტო სამუშაოები;

  ო) ტვიშის ტერიტორიული ორგანოს შენობის სამშენებ­ლო სა­მუშაოები;

  პ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის სახურა­ვის აღდგენა;

  ჟ) ალპანის ტერიტორიული ორგანოს შენობის სახურა­ვის აღდგენითი სა­მუშაოები;

  რ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტ­რა­ციული შენობის სარეაბილიტაციო სა­მუშაოები. “ .

 

პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია