2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
610
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №610

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

2009 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მევენახეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და 2009 წლის რთვლის ეფექტიანად გამართვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,2009 წლის რთვ­ელის ხელშეწყობის ღონისძიებების” პროგრამის ფა­რ­­გ­­ლებში (ორგანიზაციული კოდი – 37 03 12):

1. ყურძნის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის ჩაბარე­ბულ 1 კგ ყურძენზე კომპანიის მიერ გადახდილი თანხის დამა­ტე­­ბით ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირს აუნაზღაურდეს 1 კგ: რქა­წითელის ჯიშის ყურძენზე – 0,15 ლარი, საფერავზე – 0,25 ლა­რი, ალექსანდროულ-მუჯურეთულზე – 1 ლარი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზ­რუნ­ველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებულ ღონისძიებათა ორგანიზებულად გამართვისათვის სა­ჭირო პროცედურების შემუშავება და განხორციელება.

3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სა­მართლის იურიდიულმა პირმა – ვაზისა და ღვინის დეპარტამენ­ტმა ,,სამტრესტმა” საქონლისა და მომსახურების სახელმ­წიფო შესყიდვა განა­ხორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია