საქართველოს მთავრობის
განკარგულება №605
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების – ლატარიის ბილეთების საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბეჭდვის შესახებ
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიას” მიეცეს უფლება, რომ მის მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – ლატარიის ბილეთების დაბეჭდვა განახორციელოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური