სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
596
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №596

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

    1. „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეულის ქონე­ბის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესა­ბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამი­ნის­ტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკო­ნომი­კუ­რი გან­ვი­თა­რების მი­ნის­ტრის 2009 წლის 31 ივლისის № 15/918 წერილი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთ­რებაში ძირითადი (გა­ნუს­ხვისებელი) ქონების სახით სა­ხელ­­მწიფო საკუთრებაში არსებუ­ლი ქ. სამტრედიაში, რეს­პუბლიკის ქ. № 6-ში მდებარე 9160 კვ.მ ფართობის ადმი­ნისტრაციული შენობისა (I სართული:  2681კვ.მ., II სართუ­ლი: 3101 კვ.მ., III სართული: 3070 კვ.მ., IV სართული: 308 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული 3400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკ­ვეთის (სარეგის­ტრა­ციო № 340819758) გადაცემის შესახებ.

    2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქარ­თვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ განა­ხორ­­­ციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებები.

 

პრემიერ-მინისტრი                            ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია