„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №118

2008  წლის  12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის №114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 3 817 131 (სამი მილიონ რვაას ჩვიდმეტი ათას ას ოცდა­თერთ­მეტი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) დიდი ლიახვის ხეობაში გარე განათება, სოფელ თა­მარაშენში ატრაქციონისა და სპორტდარბაზის მშენებლობი­სათვის საჭირო მიწის ფართობის შეძენა და მოწყობა;

ა.ბ) დიდი ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის წყალ­სადენის მაგისტრალის რეაბილიტაცია;

ა.გ) დიდი ლიახვის ხეობის სოფლების: თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთის, ხეითის, ძარწემის, ქემერტის გაზიფიცირება;

ა.დ) კეხვი-თამარაშენის სასმელი წყლის (ძველი) მაგის­ტრალის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, დაზიანე­ბული მილებისა და ჩამკეტების ურდულების შეცვლა;

ა.ე) დიდი ლიახვის სოფლების: თამარაშენის, აჩაბეთის, ქურ­თის, ხეითის, ძარწემის, ქემერტის, სვერის გაზის ცენტრა­ლური მაგისტრალიდან დაქსელვის საპროექტო სამუშაოები.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.      

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია