სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №117

2008 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ

1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №2) და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო და სპორტული ობიექტების განაშენიანების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნის (ყოფილი ლისის სატყეო უბანი) II, III, IV კვარტალებიდან, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან ამოირიცხოს შესაბამისად: 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა, 72.0 ჰა მიწის ფართობები.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული ფართობების შემდგომი გამოყენების ღონისძიებანი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია