საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოების შესრულების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოების შესრულების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №106

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოების შესრულების შესახებ

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით – „მდინარეთა კალაპოტების ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – გათ­ვა­ლისწინებული საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენ­ციის სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები და თანამდევი მომსახურება (ექსპერტიზა) 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში შეისყიდოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუ­ალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია