საქართველოს მთავრობის
განკარგულება №585
2009 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყუმისთავის მღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყუმისთავის მღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყუმისთავის მღვიმესთან მისასვლელი გზის დაპროექტება და რეაბილიტაცია.
2. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 2009-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტებით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური