საქართველოს მთავრობის
განკარგულება №584
2009 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი გზის დაპროექტება და რეაბილიტაცია.
2. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 2009-2010 წლებში შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტებით გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური