საქართველოს მთავრობის
განკარგულება №105
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 80 373 440 (ოთხმოცი მილიონ სამას სამოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი დანართების შესაბამისად.“ .
2. განკარგულებას დაემატოს №8 და №9 დანართები თანდართული რედაქციით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
„ დანართი №8
ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 8 442 240 (რვა მილიონ ოთხას ორმოცდაორი ათას ორას ორმოცი) ლარი, მათ შორის:
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა;
ბ) სოფელ ვარხანის ეკლესიის მშენებლობა;
გ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის აღდგენა-გაკეთება;
დ) სოფელ პატარა სმადის და სოფელ ბოლაჯურის საგუბარების მშენებლობა;
ე) სოფელ უდეშისა და სოფელ მოხეშის ხიდების (2 ხიდი) შეკეთება;
ვ) სოფელ ხევაშენი-შოლავერის სარწყავი არხის რეაბილიტაცია.
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დაბა ასპინძის ქუჩების ღამის განათების მოწყობა;
ბ) დაბა ასპინძის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია;
გ) დაბა ასპინძის რუსთაველისა და ერეკლე მეფის ქუჩების მოასფალტება;
დ) დაბა ასპინძის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები.
3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქისა და სოფლის სასმელი წყლის წყალსადენისა და მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ბ) ქალაქის დასუფთავების, სახანძრო სპეცტექნიკისა და სპეცტანსაცმლის შეძენა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარიტუალო სახლების ნაწილობრივი შეკეთება;
დ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კაპიტალური რემონტი;
ე) ქ. ახალქალაქის მალხასიანის ქუჩის რეაბილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარების მშენებლობა საავადმყოფომდე, ქ. ახალქალაქის ქუჩების ღამის განათების მოწყობა (უვარგისი ნათურების შეცვლა ახლით).
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 300 000 (სამი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალციხის ქუჩების რეაბილიტაცია (საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა);
ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა რიტუალების სახლების რეაბილიტაცია;
გ) ქ. ახალციხეში ამაღლების სახელობის ეკლესიის მშენებლობა (გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები);
დ) კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სპეცტექნიკის შეძენა (გრეიდერი და დასუფთავების ავტომანქანა).
5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 852 240 (რვაას ორმოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ბორჯომში დაზიანებული საყრდენი კედლებისა და ფეხით სავალი ნაწილების, პარკების, სკვერების კეთილმოწყობა;
ბ) სოფელ დვირის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა (სკოლისა და საბავშვო ბაღის შემოღობვა, სათამაშო მოედნის მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი პუნქტის მოწყობა);
გ) დაბა ახალდაბის წყალსადენის მოწყობა (შიდა ქსელი);
დ) სოფელ ზანავში წყალსადენის მშენებლობა;
ე) სოფელ კორტანეთის წყალსადენის მშენებლობა;
ვ) დაბა ბაკურიანის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა (სკვერები და პარკები);
ზ) სოფელ რველისა და სოფელ ზანავის გაზიფიცირება.
6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალსადენის „ ნოდარის წყალი – ნინოწმინდა“ რეაბილიტაცია 18 კმ. სიგრძით;
ბ) ქალაქის სანიტარიული გაწმენდის მიზნით სპეცტექნიკის შეძენა;
გ) სპეცტექნიკის შეძენა სახანძრო დაცვის სამსახურისათვის;
დ) რიტუალის სახლების ნაწილობრივი შეკეთება მუნიციპალიტეტში.
დანართი №9
სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 306 000 (ერთი მილიონ სამას ექვსი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ბ) გზების ორმული დამუშავება;
გ) გაზიფიცირება;
დ) საბავშვო ბაღისათვის კოტეჯის ფორმის ხის კონსტრუქციის შეძენა;
ე) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ვ) საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 560 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირების სამუშაოები;
ბ) მრავალსართულიანი სახლების ფასადების სამუშაოები.
გ) წყლის სათავეების რეაბილიტაცია;
დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;
ე) გარე განათების სამუშაოები;
ვ) სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) მინი სტადიონის მოწყობა;
თ) ხიდის მშენებლობა;
ი) სადრენაჟე არხის რეაბილიაცია.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 340 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;
ბ) წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;
გ) საბავშვო ბაგა-ბაღების კაპიტალური რემონტი;
დ) სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ე) სპორტული კომპლექსის რემონტი;
ვ) მინი სტადიონის მოწყობა;
ზ) გზის ორმული შეკეთება;
თ) ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;
ი) გაზიფიცირება.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 198 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) საერთო საცხოვრებლების სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;
ბ) გზების ორმული შეკეთება;
გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
ე) სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა;
ვ) ხიდების მოწყობა;
ზ) საბავშვო ბაღის რემონტი.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 472 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქუჩების მოასფალტება;
ბ) სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;
გ) გაზიფიცირების სამუშაოები.
6. დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 948 000 (ცხრაას ორმოცდარვა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ბ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა;
გ) გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
დ) სათავე ნაგებობების აღდგენა;
ე) სანიაღვრე არხების აღდგენა;
ვ) მინი სპორტული მოედნების მოწყობა.
7. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 084 000 (ორი მილიონ ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება;
ბ) გზების მოხრეშვა;
გ) გარე განათების სამუშაოები;
დ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
ე) წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია;
ვ) ჭაბურღილების მოწყობა;
ზ) კულტურის სახლების შეკეთება;
თ) ეკლესიების შეკეთება;
ი) მინი სტადიონების მოწყობა;
კ) გაბიონის მოწყობა;
ლ) სატრანსფორმატორო პუნქტის გაძლიერება;
მ) საცალფეხო ხიდის შეკეთება;
ნ) საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
ო) სკვერის მოწყობა;
პ) ხევების გაწმენდა;
ჟ) სპორტდარბაზის მოწყობა;
რ) ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 092 000 (ორი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გაზიფიცირება;
ბ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;
გ) სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
დ) გზების მოხრეშვა;
ე) სასმელი წყლის შიდა ქსელის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ვ) სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ზ) სპორტული დარბაზის მოწყობა. “ .