მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
104
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 104

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

1. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გლობალური ფონდის პროექტების – „ DOTS სტრატეგიის განხორციელების სრულყოფა საქართველოში “ (პროექტი №GEO-405-G03-T) და „ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების გატარება “ (პროექტი №GEO-607-G05-T) – ფარგლებში DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა 2008 წელს განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია